ახალი სამთავრობო გუნდს დასამტკიცებლად 76 ხმა სჭირდება

26 ნოემბერი 2016, 00:00 2390 ნახვა

მთავრობას  ნდობის მოსაპოვებლად პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა, მინიმუმ 76 ხმა სჭირდება. უკვე ცნობილია, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დაუჭერენ “პატრიოტთა ალიანსის” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები.  მთავრობაში ცვლილებები ძირითადად ეკონომიკური მიმართულებით განხორციელდა. ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნოდარ ხადურს დიმიტრი ქუმსიშვილი ცვლის. ეკონომიკის მინისტრის პოსტს გიორგი გახარია დაიკავებს. ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე პარლამენტს ნოდარ ჯავახიშვილის ნაცვლად, ზურაბ ალავიძის კანდიდატურა წარედგინა. მთავრობაში, ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ბრუნდება კახა კალაძე. მთავრობის ახალი წევრია ”თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ჩაიბარებს. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მთავრობის შემადგენლობაში აღარ იარსებებს. 

ამავე კატეგორიაში