ბათუმის სარაგბო კლუბის სატრანსფერო სიახლეები

28 აგვისტო 2021, 22:23 989 ნახვა

საქართველოს რაგბის დიდი 10-ის 2021/2022 წლების სეზონის დაწყებამდე ბათუმის სარაგბო კლუბი გაძლიერდა. ბათუმელებმა "შავ ლომში" წასული ექვსი მორაგბიდან ოთხი უკან დაიბრუნა.

ლაშა ხმალაძე, სანდრო თოდუა, გიორგი თხილაიშვილი და მიშა წიკლაური თავისუფალ პერიოდში "ბათუმის" განკარგულებაში იქნებიან.

რაც შეეხება ახალწვეულებს, "ბათუმი" ხუთი ახალი მორაგბით გაძლიერდა: რეზი ჯინჭველაშვილი - "არმაზი"; ზურაბ ძნელაძე - "აია"; გიორგი ჩხარტიშვილი - "ლოკომოტივი";  გიორგი წიკლაური -"ყოჩები" გუგა შენგელია - "იუნკერები", ნუკრი ფერსელიძე - იჯარა დაუსრულდა "არწივები";  იაგო ხელაძე - იჯარა დაუსრულდა "არესი", მურმან ჯიჯავაძე - იჯარა დაუსრულდა "აია".

"ბათუმი" კი 4-მა მორაგბემ დატოვა. ესენი არიან: გოგა ქადარია, გურამ ქანდაურიშვილი ("შავი ლომი"), შოთა გოგისვანიძე ("ანგულემი", საფრანგეთი), ამირან მიქაძე ("ყოჩები").

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში