კვლავ მზარდია კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი. ბოლო დღე ღამეში ვირუსს 74 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 7 აჭარაში. საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი 4 247-ით გაიზარდა, აჭარაში კი 456-ით გაიზარდა.
რეგიონში სხვადასხვა კლინიკაში 7 694 პაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას- კოვიდ 19-ი ბოლო დღე ღამეში 504-მა ადამიანმა დაამარცხა, ქვეყნის მასშტაბით კი 3 053 პაციენტმა.