მართლმადიდებლური ეკლესია მარიამობის დღესასწაულს აღნიშნავს. საეკლესიო სწავლებით, ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორციელად ზეცაში აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.
მარიამობის სადღესასწაულო წირვა-ლოცვა, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ღამისთევით აღევლინა. დღესასწაულს წინ ორ კვირიანი მარხვა უძღოდა.საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მორიგი შეწყალების აქტი გამოსცა და 3 მსჯავრდებული შეიწყალა.