ბოლო სამ დღეში კორონავირუსი 18 მსჯავრდებულს დაუდასტურდა - პენიტენციური სამსახური

27 აგვისტო 2021, 11:53 596 ნახვა

ბოლო სამ დღეში კორონავირუსი 18  მსჯავრდებულს დაუდასტურდა, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი  ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაში მკურნალობენ. მ

ათთან შემხებლობაში მყოფი სხვა მსჯავრდებულები სპეციალურ საკარანტინო სივრცეში იმყოფებიან და საჭიროებისამებრ შესაბამისი დახმარება გაეწევათ“, - აღნიშნეს პენიტენციურ დაწესებულებაში.

მათივე ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია ქსნის N15 დაწესებულებაში არსებულ კოვიდვითარებასთან დაკავშირებით არის სიცრუე, ვინაიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში კოვიდ 19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

როგორც პენიტენციურ სამსახურში აღნიშნავენ, 26 აგვისტოს მდგომარეობით, ვაქცინირებულია მსჯავრდებულთა 66%, ხოლო 55% რევაქცინირებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში