საქართველოში კორონავირუსის 4 031 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 73 პაციენტი 

27 აგვისტო 2021, 10:37 1232 ნახვა

27 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 031 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 73 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით, 42 744 ტესტი ჩატარდა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4 585 ადამიანი. 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.43%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.70% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.40%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 031 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 639 შემთხვევა, აჭარა - 449, იმერეთი - 493, ქვემო ქართლი - 247, შიდა ქართლი - 222, გურია - 127, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 294, კახეთი - 343, მცხეთა-მთიანეთი - 83, სამცხე-ჯავახეთი -100, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 34.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 55 573 საიდანაც 7 493 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 189, აჭარაში - 1 011, იმერეთში - 1 184.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 584 პირი, მათ შორის, თბილისში - 669, აჭარაში - 161, იმერეთში - 343. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369 პირი, მათგან თბილისში - 213, აჭარაში - 40, იმერეთში - 27.

3 205 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 450 - თბილისში, 1 183 - აჭარაში.

44 875 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 130 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 128, ხოლო აჭარაში - 2.

სულ 6 ოქტომბრიდან - 26 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 106 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 565 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 27 451, პირი, აჭარაში - 7 541 იმერეთში - 4 183.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი