ბათუმში, გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატების წარდგენის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა

25 აგვისტო 2021, 19:19 1229 ნახვა

ბათუმში, პარტია "საქართველოსთვის" მერობის კანდიდატების წარდგენის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

"დროას" და "სირცხვილიას" წევრებმა ყოფილ პრემიერს გახმაურებული საქმეები შეახსენეს და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება სთხოვეს.

"გვახსოვს ბასიანი, პანკისის ხეობა, ხორავას ქუჩის მკვლელობა, 20 ივნისი, ია კერზაია და თემირლან მაჩალიკაშვილი" - ამ სიტყვებს სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

მათივე თქმით, გიორგი გახარიას პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების უფლება არ აქვს.

აქტივისტების არაერთი მცდელობის მიუხედავად, გიორგი გახარიამ ისე დატოვა ტერიტორია, რომ მათთან სასაუბროთ არ მივიდა, თუმცა მედიასთან კომენტარისას აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება.

ცოტახნის წინ, გიორგი გახარიას პარტიამ, აჭარაში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენა ამომრჩევლებისა და მხარდამჭერების გარეშე გაიმართა. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი