დღეიდან კვების ობიექტები მხოლოდ 22 საათამდე იმუშავებენ. შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ გუშინ მიიღო. ანუ, რესტორნებს და კაფე ბარებს სტუმრების მიღება 23 საათის ნაცვლად, მხოლოდ საღამოს 10 საათამდე შეეძლებათ.
როგორც შრომის ინსპექციაში ამბობენ, განსაკუთრებით გამკაცრდება მონიტორინგი როგორც რესტორნებში, ასევე ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტზე.