რთული ეპიდვითარება

22 აგვისტო 2021, 15:10 1897 ნახვა

თითქმის ამოწურულია საწოლფონდის რაოდენობა ქვეყანაში. ყოველდღიურად საქართველოში ინფიცირების რამდენიმე ათასი შემთხვევა ფიქსირდება. 3 803 ახალი შემთხვევა და 48 გარდაცვლილი - ასეთი ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 11%-ს გადასცდა.

ამ ეტაპზე მძიმედ ფასდება 1 547 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 3 803 ახალი შემთხვევიდან რეგიონზე  598 მოდის. დაფიქსირდა  გარდაცვალების 3 ფაქტი. სულ ქვეყანაში დღე-ღამეში ვირუსი 5 332 ადამიანმა  დაამარცხა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში