საქართველოში კორონავირუსის 3 803 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 5 332 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 48 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 159 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 708, კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 451 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11,3%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10,92% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10,8%.