მასობრივ ვაქცინაციაში ჩართულნი არიან შს სამინისტროს წარმომადგენლები. ამჯერად იმერეთი-გურიის სამმართველოს თანამშრომლები აიცრნენ.რეგიონებში, ისევე როგორც დედაქალაქში არსებულ იმუნიზაციის ცენტრებში მოწყობილია ვაქცინაციის კაბინეტები, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით არის აღჭურვილი.
სამინისტროს თანამშრომლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით კვირის ნებისმიერ დღეს შეუძლიათ, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, "ფაიზერის", „სინოვაკის" ან „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრან. ამ ეტაპზე, სამართალდამცველების 60% -ზე მეტი უკვე აცრილია, მათი ძირითადი ნაწილი სრულად ვაქცინირებულია.