ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები აეროპორტში არიან და გამომგზავრებას ელოდებიან

20 აგვისტო 2021, 14:09 796 ნახვა

ავღანეთში მყოფი საქართველოს 16 მოქალაქეები აეროპორტში არიან და გამომგზავრებას ელოდებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან.

„16 ქართველი იყო დარჩენილი დღევანდელ დღემდე ქაბულში. დღეს, დილით მოხდა მათი უსაფრთხო გადაყვანა მათი ლოკაციის ადგილიდან აეროპორტში, ნატო-ს ბაზაზე. შესაბამისად, ახლა მიდის პროცესი, ისინი სხდებიან თვითმფრინავში. ბრიტანელების მიერ არის უზრუნველყოფილი რეისი დუბაის მიმართულებით.

სწორედ ამ წუთას მიმდინარეობს ჩასხდომა და ისინი გაფრინდებიან დუბაიში. სავარაუდოდ დღეს, დღის განმავლობაში ჩამოფრინდებიან საქართველოში“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი