გარდაცვალების მაღალი სტატისტიკა შემთხვევების მაღალ გავრცელებას უკავშირდება - თამარ გაბუნია

20 აგვისტო 2021, 13:26 1411 ნახვა

თამარ გაბუნიას განცხადებით, გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ვირუსის მაღალ გავრცელებასთანაა კავშირში.

მისივე თქმით, კლინიცისტები აღნიშნავენ, რომ შემთხვევების დამძიმების ტემპი არის უფრო სწრაფი და რთულია პროგნოზირება.

„გარდაცვალების მაღალი სტატისტიკა, ბუნებრივია, უკავშირდება შემთხვევების მაღალ გავრცელებას. კლინიკური პრაქტიკის ნაწილში ის შესაძლებლობები და გამოცდილება, რაც არსებობს, იძლევა შემთხვევების მართვის საშუალებას, თუმცა კლინიცისტები აღნიშნავენ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში შემთხვევების დამძიმების ტემპი არის უფრო სწრაფი და პროგნოზირება რთულია, რა გამოსავლი დადგება ამა თუ იმ შემთხვევაში. აქცენტი კვლავ კეთდება აცრის და პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზე. გარდაცვალების შემთხვევების აუდიტი სისტემატურად ტარდება. ამას აკეთებს როგორც რეგულირების სააგენტო, ასევე კლინიკური ჯგუფი.

ჯერჯერობით ამ ანალიზის შედეგად არსებული პრაქტიკიდან რაიმე მნიშნელოვანი ცვლილება გამოვლენილი არ ყოფილა. თუმცა მუდმივად არის მსჯელობა, რომ თუ რაიმე ახალი გადაწყვეტა იქნება, კლინიცისტებს საქართველოშიც უნდა ჰქონდეთ ეს გადაწყვეტა. იგულისხმება ჟანგბადის დამხმარე თერაპია - მაღალი ნაკადით ჟანგბადის მიწოდების აპარატურა შესყიდულია და კლინიკები კიდევ გეგმავენ თავად მის მობილიზებას“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი