საველე ჰოსპიტლები აჭარასა და იმერეთშიც მოეწყობა - თამარ გაბუნია

19 აგვისტო 2021, 11:39 1782 ნახვა

თამარ გაბუნიას განცხადებით, საველე ჰოსპიტალების მოწყობაზე მუშაობა დაწყებულია აჭარასა და იმერეთშიც.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ორივე რეგიონში არის იმისი შესაძლებლობა, რომ დამატებითი საწოლების მობილიზება მოხდეს, მაგრამ მუშაობა ამ კუთხით მიმდინარეობს.

"საველე ჰოსპიტალი ჩვენთვის გარკვეულწილად მზაობისა და სარეზერვო რესურსის შექმნის შესაძლებლობაა.

ამაზე მუშაობა დაწყებულია როგორც აჭარაში, ასევე იმერეთში, რადგან ორი დიდი რეგიონია, სადაც მოდის ყველაზე დიდი დატვირთვა. ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. სჯობს, მზად ვიყოთ ყველაზე ცუდი სცენარისთვის, ვიდრე შემდეგ მოგვიხდეს ფორსმაჟორულ პირობებში რაღაც გადაწყვეტილებებისა და მზაობის უზრუნველყოფა. ამდენად, მიმდინარე სამუშაოები პროცესშია.

იმედი გვაქვს, ეს არ დაგვჭირდება, რადგან ჯერჯერობით ორივე რეგიონში არის იმისი შესაძლებლობა, რომ დამატებითი საწოლების მობილიზება მოხდეს, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში