საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საწოლების მობილიზების კუთხით, უახლოვდებიან შესაძლებლობების მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს.
მისივე თქმით, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა არის მაქსიმალური.
„ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა არის მაქსიმალური. მობილიზებულია 7 700-მდე საწოლი. ბოლო კვირის განმავლობაში კიდევ დაემატა საწოლების რაოდენობა. ამგვარად, ჩვენ ვუახლოვდებით გარკვეულწილად შესაძლებლობების მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს 8 000 საწოლის სახით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.