საქართველოს U16 ნაკრებმა უნგრეთს მოუგო და ევროჩელენჯის ნახევარფინალში გავიდა

19 აგვისტო 2021, 09:30 1341 ნახვა

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროჩელენჯის ნახევარფინალში გავიდა. ირაკლი ტომარაძისა და ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა ქართველებმა უნგრეთს 10 ქულიანი სხვაობით 61:51 სძლიეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

საქართველოს ნაკრებში 24 ქულით, 7 მოხსნით, 5 ჩაჭრითა და 4 პასით საუკეთესო იყო ლუკა ალავიძე. 10 ქულა მოაგროვა თენგო გოგიშვილმა, ხოლო ანრი ბელთაძის ანგარიშზე 5 ქულა და 10 მოხსნაა.

ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე უკრაინა იქნება. მეორე ნახევარფინალში კი ერთმანეთს პორტუგალია და უნგრეთი შეხვდებიან.

საქართველოსა და უკრაინის ნახევარფინალური დაპირისპირება 20 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში