ზაირა ნადირაშვილის გამოფენა ბათუმში

18 აგვისტო 2021, 20:04 2276 ნახვა

„ახალი მე“ – ამ სახელწოდებით ხელოვნების მუზეუმი  მხატვარ ზაირა ნადირაშვილის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს.

გამოფენა მოიცავს როგორც ფერწერულ ტილოებს, ასევე ინსტალაციებსა და ვიდეო-არტს.

მხატვარი დამთვალიერებელს ინდივიდუალურ კომპლექსურ ხედვას სთავაზობს, სადაც მხატვრობა, ფილოსოფია და ფსიქოლოგია ერთ მთლიანობად გარდაიქმნება. ხელოვნების მუზეუმში გამოფენა 27 აგვისტოს ჩათვლით  გაგრძელდება.

ამის გარდა ზაირა ნადირაშვილი ხელოვნების სხვადასხვა დარგში მუშაობს.

2001 წლიდან იგი  მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში. ჰქონდა პერსონალური გამოფენები თბილისსა და ბათუმში.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი