პარტია ,,გირჩი მეტი თავისუფლებამ“ ბათუმის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
ბათუმის მერობის კანდიდატად გიორგი ფუტკარაძე დასახელდა. საკრებულოში დეპუტატის მანდატისთვის: თემურ გორგაძე, ნანა გოგუაძე, ომარ იაკობაძე იბრძოლებენ.
ქობულეთის საკრებულოში პარტიამ არჩევანი რამაზ მახარაძეზე შეაჩერა. ხელვაჩაურში კი ვახტანგ ნაკაშიძეზე.
ქედაში დეპუტატობისთვის გიორგი შუშაძე, ხულოს საკრებულოში არსენ კოჩალიძე იბრძოლებენ.
ბათუმის მერობის კანდიდატის, გიორგი ფუტკარაძის განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში აპირებს სწორი მენეჯმენტითა და ნაკლები დანახარჯით ქალაქში არსებული პრობლემები მოაგვაროს.