სარფში დედათა მონასტერში კარანტინი გამოცხადდა

18 აგვისტო 2021, 14:36 1087 ნახვა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებით, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტერში, სადაც მონაზონი კორონავირუსით გარდაიცვალა კარანტინია.

იზოლაციაში რამდენიმე მონაზონი იმყოფება.

მონასტერში ვირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა, რომელსაც კოვიდსასტუმროში მოათავსებენ. 

ეპიდემიოლოგების განცხადებით, დედათა მონასტერში განმეორებითი ტესტები 78 საათის შემდეგ ჩატარდება. 

გუშინ საავადმყოფოში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა ამავე მონასტრის მონაზონი სოსანა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი