დაიწყება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება 

18 აგვისტო 2021, 11:38 5010 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით ორ კვირაში სწავლის განახლების საკითხზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. გადაწყვეტილებას კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და რისკების გათვალისწინებით მიიღებენ. 

„რაც შეეხება სწავლის განახლების პროცესს, არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ ეპიდემიის გავრცელებას. ჩვენ დაახლოებით ორ კვირაში ველოდებით გარკვეულ შედეგებს. ამ შედეგებიდან გამომდინარე უკვე რა თქმა უნდა დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საბჭოს წარუდგენს იმ არსებულ რისკებს და შედეგებს, რომლებიც დადგება. ამის შემდეგ საბჭო ერთობლივად იმსჯელებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიდგომები იქნება სწავლის განახლებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი