აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, უმაღლესი საბჭოს ძველი შემადგენლობით დაკომპლექტებულ კომისიებში დასრულდა. 60 შენიშვნა და ამ შენიშვნების რეალიზებისთვის საჭირო დაფინანსების მოძიება - ასეთია ამ დროისთვის არსებული მოცემულობა, რომელიც ფურცელზე გაიწერა და ბიუროზე განხილვის შემდეგ, აღმასრულებელ ხელისუფლებას უნდა მიეწოდოს. დარჩება თუ არა შენიშვნების ბარათი უცვლელი, ახლა იმაზეა დამოკიდებული, თუ რა პოზიცია ექნებათ ახალი მოწვევის დეპუტატებს.