საველე ჰოსპიტლების გამოყენება იქნება ბოლო გამოსავალი - ჯანდაცვის მინისტრი

17 აგვისტო 2021, 11:39 712 ნახვა

საველე ჰოსპიტლებისთვის რესურსი მობილიზებულია. თუმცა მათი გამოყენება კოვიდპაციენტებისთვის  უკიდურეს შემთხვევაში მოხდება - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მაქსიმალურად ეცდებიან, რომ მოქალაქეებს ჰოსპიტალურ სექტორში მოუწიოთ მკურნალობის გავლა.

„რაც შეეხება საველე ჰოსპიტლებს და მობილიზაციებს, ჩვენ გამოვაცხადეთ მზადყოფნა. შესაბამისი რესურსი არის მობილიზებული. რა თქმა უნდა, არაერთხელ ვაცხადებთ, რამდენად გვიჭირს უკვე რესურსის მობილიზება. ექიმებს აქვთ შესაფერისი კვალიფიკაცია, ისინი მზად არიან, რომ გაუწიონ პაციენტებს მომსახურება ამ ლოკაციებზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს იქნება ყველაზე ბოლო გამოსავალი, ყველაზე ბოლო წერტილი, როდესაც ჩვენ გამოვიყენებთ საველე ჰოსპიტლებს. ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ყველა პაციენტმა პირველ რიგში, მიიღოს კომფორტული და საჭირო მკურნალობა ჰოსპიტალურ სექტორში. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ ეტაპისთვის დავრჩეთ ჰოსპიტალურ სექტორში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი