საქართველოში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 47 პაციენტი 

17 აგვისტო 2021, 10:36 1331 ნახვა

17 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 47 პაციენტი, ხოლო 3 539 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 872 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 873 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 999 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.97%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.63% ხოლო 7 დღის მანძილზე - 11.14%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 208 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 540 შემთხვევა, აჭარა - 810, იმერეთი - 782, ქვემო ქართლი - 307, შიდა ქართლი - 363, გურია - 172, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 368, კახეთი - 513, მცხეთა-მთიანეთი - 157, სამცხე-ჯავახეთი - 146, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 50.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 54 763 საიდანაც 6 965 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 122, აჭარაში - 930, იმერეთში - 1 013.  მძიმე პაციენტია 1 429 პირი, მათ შორის, თბილისში - 605, აჭარაში - 148, იმერეთში - 327. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 17, იმერეთში - 20.

3 481 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 646 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 44 317 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 79 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 5.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 901 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 25 349, პირი, აჭარაში - 6 994, იმერეთში - 5 270.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში