სუს-სა და ბელარუსის შესაბამის უწყებას შორის გაფორმებულ შეთანხმებას აპროტესტებენ

16 აგვისტო 2021, 14:29 925 ნახვა

თავისუფლება ბელარუსელ ჟურნალისტებს - ამ და სხვა სლოგანით ბათუმში მთავრობის სახლთან აქცია გაიმართა. პროტესტში, რომელიც სუს-სა  და  ბელარუსის შესაბამის უწყებას შორის გაფორმებულ შეთანხმებას მოჰყვა, ბათუმში მცხოვრები ბელარუსები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ჩაერთვნენ.

''ლელოს'' წარმომადგენლის თქმით, ცივილიზებული სამყარო დიქტატურას გმობს და ლუკაშენკოს ერთადერთი მხარდამჭერი რუსეთია.

გენო თებიძე ამბობს, რომ ფაქტობრივად ამ შეთანხმებით საქართველომ  ხელშეკრულება  რუსეთთან გააფორმა.

რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა სუს-მა, სადაც ვკითხულობთ: აღნიშნული საკითხის გარშემო დაწყებული დეზინფორმაციული კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაცია. უწყების განცხადებით, შეთანხმება მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი