2020 პანდემიურ წელს 2019-თან შედარებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირებული იყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი შეამცირა.
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა, მეორე ადგილზე იმყოფება სამთომოპოვებითი მრეწველობა, ხოლო მესამეზე – უძრავი ქონების სექტორი.
ამავე კვლევით, ივლისში საქართველოში შრომისუნარიანი მამაკაცების საარსებო მინიმუმი მცირედით გაიზარდა.