ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის

16 აგვისტო 2021, 17:44 1421 ნახვა

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. დღეიდან  4 სექტემბრამდე ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი დაიხურა, თუმცა მკითხველებს ბიბლიოთეკიდან სასურველი წიგნის  გატანა და დაბრუნება არ ეზღუდებათ.  

ბიბლიოთეკის დირექტორის განცხადებით,  ამისათვის ადმინისტრაცია მუშაობას აგრძელებს და  მკითხველებმა  ბიბლიოთეკის მეილზე, ან ფეისბუქ გვერდზე უნდა გააგზავნონ შეტყობინება სასურველი წიგნის გატანისთვის.

თეონა ბერიძის განმარტებით,  ბიბლიოთეკაში კოვიდის რამდენიმე შემთხვევა  დადასტურდა, თანამშრომელთა ნაწილი, რომლებიც ინფიცირებულთა კონტაქტები არიან, იზოლაციაშია.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი