თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა მზაობა, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეებს ქაბულის აეროპორტში მიიყვანენ - ალექსანდრე ხვთისიაშვილი

16 აგვისტო 2021, 11:51 1367 ნახვა

ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოსაყვანად უცხოელ პარტნიორებთან  ერთად ვმუშაობთ. ასევე მთავრობის გადაწყვეტილებით ქაბულში გაფრინდება თვითმფრინავი, რომელიც მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას უზრუნველყოფს - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადეს. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ქაბულში კერძო კონტრაქტით საქართველოს 23 მოქალაქე მუშაობდა. ისინი აეროპორტიდან ორი კილომეტრის დაშორებით იმყოფებიან. 

აეროპორტამდე მათი ტრანსპორტირება დაჯავშნილი ავტომობილებით, თურქული მხარის დახმარებით მოხდება. 

ალექსანდრე ხვთისიაშვილის თქმით, გუშინ დაგეგმილი იყო რამდენიმე რეისი, თუმცა ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობის გამო ქართველებმა აეროპორტამდე მისვლა ვერ მოახერხეს. 

''საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად აქტიურად მუშაობს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. გუშინ დილით დაგვირეკეს და გვთხოვეს დახმარება. ორი საათისთვის უკვე გვქონდა შესაბამისი რეისი ქაბულის აეროპორტიდან, შეთანხმებული გვქონდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ აეროპორტში მისულიყვნენ. სამწუხაროდ ვერ მოხერხდა მისვლა, იმ მომენტისთვის, როცა რეისი იყო დანიშნული. უკრაინული ბორტი მათ გარეშე გამოფრინდა.

ჩვენ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდა  საუბარი, მათი მხრიდან არის დასტური, რომ მოქალაქეების გამოყვანა მოხერხდება თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან. 

რამდენიმე რეისი არის კიდევ დაგეგმილი. ღამის განმავლობაში ვერ მოახერხეს აეროპორტში მისვლა, იმიტომ რომ მდგომარეობა იყო დაძაბული. არჩიეს, რომ ბაზაზე  დარჩენილიყვნენ. ვმუშაობთ მათი ბაზიდან ქაბულის აეროპორტში გადასაყვანად, თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა მზაობა, რომ ისინი ჯავშნიანი მანქანებით მიიყვანონ. ახლა მიმდინარეობს ოპერაცია და  უახლოეს მომავალში ისინი  ქაბულის აეროპორტში იქნებიან. ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ ჩამოყვანას. 

ამასთან ერთად მიღებული იქნა გადაწყვეტილება. მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორტს, რომ ქართველები ჩამოიყვანოს. მიმდინარეობს ნებართვების მოპოვება'' - განაცხადეს ბრიფინგზე. 

მთელი ღამის განმავლობაში 4 რეისი განხორციელდა, 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი