აჭარაში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი

16 აგვისტო 2021, 10:45 1263 ნახვა

16 აგვისტოს მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 328 პირი. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 52 141 საიდანაც: 6 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 931. მძიმე პაციენტია 143, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 18 პირი.

3 463 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 619 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 41 692 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 76 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 71, ხოლო აჭარაში - 5.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 500 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 24 018, პირი, აჭარაში - 6 968.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი