საქართველოში ბოლო 24 საათში ოთხი მიწისძვრა მოხდა

16 აგვისტო 2021, 10:20 3901 ნახვა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, ღამის განმავლობაში, რამდენიმე მიწისძვრა მოხდა. მათ შორის ორი რამდენიმე წუთიანი ინტერვალით დაფიქსირდა. 

ორივე შემთხვევაში ეპიცენტრი სოფელ სამებასთან, ნინოწმინდიდან 24 კილომეტრში იყო. 05:44 საათზე დაფიქსირებული ბიძგების სიძლიერემ 5.1 მაგნიტუდა, ხოლო 05:51 საათზე 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.

რამდენიმე საათით ადრე იყო კიდევ ერთი მიწისძვრა. თბილისის დროით 03:19 საათზე, სოფელ სამებასთან  4.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დაფიქსირდა გუშინ 23:42 საათზე. კვლავ სოფელ სამებასთან. სიმძლავრემ 3.7 მაგნიტუდა შეადგინა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი