ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

15 აგვისტო 2021, 20:23 1330 ნახვა

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული სირთულეების გამო თვეზე მეტია საავადმყოფოშია, თავს უკეთ გრძნობს.

მაისაშვილს COVID-19 5 ივლისს, სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩის შემდეგ დაუდგინდა და მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში. იოჰანესბურგში მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის თქმით, ის კვლავ რჩება მართვად სუნთქვაზე, თუმცა თავს უკეთ გრძნობს და პირადად შეძლო კონტაქტზე გამოსვლა.

ექიმების განცხადებით, მთავარი მწვრთნელის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმედ ფასდება, თუმცა, თუ გამოჯანმრთელების პროცესი ასეთი ტემპებით გაგრძელდება, დაახლოებით 10 დღეში ის უკვე დამოუკიდებლად შეძლებს სუნთქვას, სრულ რეაბილიტაციას კი 3-6 თვე დასჭირდება. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირის ავრცელებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში