103 უბანზე კომისიის წევრები აირჩიეს

15 აგვისტო 2021, 18:05 753 ნახვა

ბათუმის საარჩევნო ოლქში კომისიის წევრები 103 უბანზე შეარჩიეს. პროცესს უნდობლობა გამოუცხადა სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა. არასამთავრობო ორგანიზაცია კვლევის შედეგების გამოქვეყნებას გეგმავს. 79-ე ოლქის თავმჯდომარე კი ამტკიცებს რომ პროცესი გამჭვირვალე იყო.

კომისიის წევრების არჩევამდე ოპოზიციის წარმომადგენელმა კომისიის წევრებმა პროცესის გადადება მოითხოვეს, რაც ოლქის თავმჯდომარემ არ გაითვალისწინა.  ოპოზიციური პარტიის ხუთმა კომისიის წევრმა პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.  ფიქრობენ, რომ კომისიის წევრობის რამდენიმე მსურველი „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია და ამის თქმის საფუძველს მათ სოციალურ ქსელში აქტივობა უჩენთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში