შეტევა ქაბულზე - ვითარება ავღანეთში

15 აგვისტო 2021, 15:30 1163 ნახვა

ავღანეთის ყველა ქალაქის შემდეგ, თალიბანმა დედაქალაქ ქაბულში დაიწყო შესვლა. ალ ჯაზირას  ცნობით, „თალიბანის“ წევრებმა მიიღეს ბრძანება, რომ ყველას, ვისაც ქაბულის დატოვება სურს, ამის უპრობლემოდ, მშვიდობიანად გაკეთების უფლება მისცენ.

როგორც ცნობილია დაჯგუფების წარმომადგენლები  დედაქალაქში, პრეზიდენტის სასახლეში არიან და მთავრობის წარმომადგენლებს ხვდებიან. დაჯგუფების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა  ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომაა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი