ბათუმის "დინამო" უეფას კონფერენს ლიგას მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა. განმეორებით შეხვედრაში ბათუმელებმა ძირითადი დრო 1-0 მოიგეს, თუმცა დამატებით დროში გოლი გაუშვეს და 120 წუთის შემდეგ მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა და ორი მატჩის ჯამში 2-3 შემდეგ ეტაპზე "სივასპორი" გავიდა.
პირველი ნახევარი ფრედ 0-0 დასრულდა. მეორე ტაიმის 62-ე წუთზე ფანცულაიას რეიდის შემდეგ ბურთი ხარისხს მოხვდა დამატებაზე კი ჯოვინაომ არაზუსტად დაარტყა.
78-ე წუთზე კი ბენჯამინ ტედის გადაცემის შემდეგ გიორგი ფანცულაიამ გაიტანა და ძირითადი დრო "დინამომ" მოიგო.
პირველ შეხვედრაში ბათუმში წაგებული 2-1 ის შემდეგ მატჩში დამატებითი დრო დაინიშნა. 109 წუთზე კი ხორხე ფელიქსმა გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. " სივასპორი" შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც "კოპენჰაგენს" შეხვდება.