100 ათას მოსახლეზე გადაანგარიშებით, დღეს საქართველოში ინფიცირების ხუთჯერ მეტი შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ინდოეთში იყო - პაატა იმნაძე

12 აგვისტო 2021, 18:12 1128 ნახვა

დღეს ჩვენ ავადობა გვაქვს, 100 ათს მოსახლეზე გადაანგარიშებით, ინდოეთში რაც ხდებოდა იმაზე ხუთჯერ მეტი,  – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

„ღრმა პატივისცემას ვუდასტურებ ყველა ჩემს კოლეგას იმის გამო, რასაც ისინი წელიწადზე მეტია უძლებენ. თქვენ რომ იცოდეთ, დღეს ჩვენ რა ავადობაც გვაქვს, 100 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით, ინდოეთში რაც ხდებოდა, იმაზე ხუთჯერ მეტია. აი, ამას უძლებენ ჩემი კოლეგები“, - აცხადებს იმნაძე.

მისივე თქმით, გარკვეული პერიოდულობით შეზღუდვების დაწესება იქამდე დაგვჭირდება, ვიდრე მოსახლეობის 50% მაინც არ აიცრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი