ეკატერინე ტიკარაძე, აჭარაში მიმდინარე, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ეცნობა.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი, არსებული გამოწვევების შეფასებისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სამართავად, კონკრეტული გეგმის შემუშავების მიზნით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება ვაქცინაციის გაფართოებაზე გამახვილდა. სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად განიხილეს ინფიცირებულ პაციენტთა კლინიკური მართვის პროტოკოლი და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მიმდინარეობის საკითხები.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრას, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ესწრებოდნენ.