ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტორონტოში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო

12 აგვისტო 2021, 00:01 1668 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტორონტოს მასტერსის მერვედფინალშია.

ბასილაშვილმა მეთექვსმეტედ ფინალში გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი მსოფლიოს მე-18 ჩოგანი ალექს დე მონური ორ სეტში ანგარიშით 6-1,6-1 დაამარცხა. შეხვედრა მხოლოდ 57 წუთს გაგრძელდა.

მერვედფინალში ნიკოლოზის მეტოქე პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი იქნება. 24 წლის ჰურკაჩი მსოფლიო რეიტინგში მე-13 პოზიციას იკავებს. ეს შეხვედრა 12 აგვისტოს 19:00 საათზეა ჩანიშნული. 

29 წლის ბასილაშვილმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 42-ე ადგილზეა, პირველ ეტაპზე ჯენსონ ბროკსბი დაამარცხა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში