13-15 აგვისტოს ბათუმი კიკბოქსინგში შავი ზღვის თასს უმასპინძლებს. ტურნირში სხვადასხვა წონით კატეგორიაში საქართველოს ყველა რეგიონის 130-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრებას ბონის კულტურის სახლთან არსებული სპორტული დარბაზი უმასპინძლებს.
ბათუმი ტურნირზე ათი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი, რომლებიც კლუბი მებრძოლის აღზრდილები არიან.