გიორგობის დღის აღსანიშნავად, წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სახლთან არსებულმა ანსამბლმა “სათნოებამ” სოლო კონცერტი გამართა. ანსამბლი მაყურებლის წინაშე 12 მუსიკალური ნომრით წარსდგა. გიორგობის დღესასწაულზე კონცერტს ანსამბლი “სათნოება” ტრადიციულად, მე-5 წელია მართავს.