თავდაცვის ძალებს 83 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. რეკრუტებმა სამხედრო ფიცი ხერთვისის ციხეზე დადეს. ისინი საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურს აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებში გაივლიან.
ფიცის დადებამდე საწყისი საბრძოლო მომზადების რვაკვირიანი პროგრამა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის ახალ ცენტრში გაიარეს.
ასევე შეისწავლეს სამწყობრო, საცეცხლე, სამედიცინო, ტაქტიკური გადამზადების კურსები.