ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლუკა ასათიანისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
თვითმხილველების ინფორმაციით მოპედის დაშავებული მძღოლი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            