ევროპარლამენტარების მიმართვა რუსეთს

07 აგვისტო 2021, 20:25 814 ნახვა

2008  წელს საქართველოში განხორციელებულ რუსეთის აგრესიასა და საქართველოს რეგიონების ოკუპაციას ვრცელი წერილით ეხმიანებიან ევროპარლამენტარები და რუსეთს მოუწოდებენ მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუფერხებელი წვდომა საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში და დაასრულოს ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევები.

წერილს ხელს აწერენ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე, და საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი. წერილის თანახმად, რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობით შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები არიან ევროპული ოჯახის ნაწილი და მათ თავისუფლად და უმრავლესობით აირჩიეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა.-ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში