ქედის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება. მახუნცეთი-ზედა მახუნცეთის საავტომობილო გზის 1 კილომეტრზე მეტ მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარს აგებენ. პროექტის მიხედვით მოეწყო სანიაღვრე არხები და ხელოვნური ნაგებობები.
აღნიშნული გზით, როგორც სოფელში მცხოვრები 60 ოჯახი, ასევე ვიზიტორები შეძლებენ კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.