ვაქცინაცია სოფლის ამბულატორებში

07 აგვისტო 2021, 12:25 829 ნახვა

სოფლის ამბულატორიებში კოვიდ -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე მოქალაქეთა მიმართვიანობა გაიზარდა. აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 5 სამედიცინო ამბულატორიაში მიმდინარეობს.  მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს  ,,სინოფარმით“ და ,,სინოვაკით" აიცრან. გონიოსა და ახალსოფლის ამბულატორიებში მიმდინარე პროცესს გაეცნენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი  და  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.

ამბულატორიებში ვაქცინაციის პროცესში ადგილობრივებთან ერთად დამსვენებლებიც  ჩაერთვნენ. ამბულატორიებში დაწყებული იმუნიზაციის პროცესი ვაქცინის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში