რუსეთის საგარეო უწყება - საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენაზე

07 აგვისტო 2021, 12:30 1004 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ  ბრიფინგზე თქვა, რომ რუსეთი მზად არის, თბილისთან აღადგინოს ურთიერთობები იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე.

ბიკანტოვი აცხადებს, რომ „რუსეთმა გადაარჩინა სამხრეთ ოსეთის ხალხი განადგურებისგან ქართული ინტერვენციის შეჩერებით“ და უზრუნველყო „სამხრეთ ოსეთისა და ასევე აფხაზეთის მოქალაქეების უსაფრთხოება 2008 წლის 26 აგვისტოს ორივე რესპუბლიკის სუვერენულ სახელმწიფოებად აღიარებით“.

მისი თქმით, ამჟამად რუსეთი წარმატებით ავითარებს მოკავშირეობრივ  ურთიერთობებს ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან სხვადასხვა სფეროში.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი