ხანძარი თურქეთში

06 აგვისტო 2021, 10:46 1628 ნახვა

თურქეთში, 6 პროვინციაში: ადანაში, ანტალიაში, აიდინიში, დენიზლიში, ისფართასა და მუღლაში ისევ ხანძარს ებრძვიან. ოპერაციაში 16 თვითმფრინავი, 56 ვერტმფრენი და 850 წყლის მანქანა  და ტანკერი მონაწილეობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სხვადასხვა ქვეყნიდან გაგზავნილი 23 თვითმფრინავი მონაწილეობს. თურქეთში ტყის ხანძრებს 28 ივლისიდან ებრძვიან.

ოფიციალური მონაცემებით, ხანძრებს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თურქეთმა, ქვეყნის 44 პროვინციაში 197 ტყის ხანძრიდან 185-ის გაკონტროლება შეძლო.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე ტყის ხანძრები იყო. გარდა ამისა, განიხილეს რიგი რეგიონული საკითხებიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი