დრამატულ მატჩში ბათუმის "დინამო" თურქულ "სივასპორთან" დამარცხდა

05 აგვისტო 2021, 23:02 3353 ნახვა

უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ბათუმის "დინამო" თურქულ "სივასპორს" მასპინძლობდა.

დრამატული მატჩი თურქული კლუბის გამარჯვებით 1-2 დასრულდა. პირველ ნახევარში ინიციატივა ბათუმელებს ჰქონდათ და უპირატესობასაც ფლობდნენ, თუმცა ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ნახევრის 53-ე წუთზე თურქების კარისკენ სახიფათო ჯარიმა დაინიშნა. ბურთთან ვლადიმერ მამუჩაშვილი მივიდა და ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა და "დინამო" დაწინაურდა.

75-ე წუთზე ჯეიმსმა თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. მატჩის კომპენსირებულ დროში კი კაიოდემ გამარჯობის გოლი გაიტანა და "სივასპორმა" შეხვედრა მოიგო.

ამ კლუბებს შორის განმეორებითი შეხვედრა თურქეთში 12 აგვისტოს გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში