ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, აჭარაში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, თუ მოქალაქეები რეგულაციებსაც დაიცავენ, ეპიდემიის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება.
თამარ გაბუნიას თქმით, ყველაზე მარტივი არის პირბადის გამოყენება.
''არაერთხელ მითქვამს, რომ ინდივიდუალურ დონეზე სამი მილიონი ადამიანის ქცევის მუდმივი კონტროლი შეუძლებელია, თუ არ იქნა მისი პირადი გადაწყვეტილება და მონდომება, რომ გაიკეთოს პირბადე.
რაც შესაძლებელია შრომის ინსპექტირების სამსახურის დახმარებით, ასევე სხვა უწყებები ახორციელებენ მონიტორინგს, მაგრამ მაინც ყველა სიტუაციაში გარე კონტროლი შეუძლებელია და მაინც პირის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
ბათუმში განსაკუთრებით მაღალი მობილობაა, საკურორტო სეზონიდან გამომდინარე და წესის დაცვა არის ყველგან ძალიან მნიშვნელოვანი.
აჭარაში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ვფიქრობ, ის რეგულაციები რომელიც არსებობს ვაქცინაციასთან ერთად მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეპიდემიის შემდგომი გავრცელება თავიდან ავიცილოთ'' - განაცხადა გაბუნიამ.