ბათუმში აკუსტიკური ხმაურის ნორმის გადაჭარბების 11 ფაქტი გამოვლინდა

29 ივლისი 2021, 13:27 3049 ნახვა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, მიმდინარე წელს აკუსტიკური ხმაურის ნორმების გადაჭარბებაზე უწყებას 34-მა პირმა მიმართა. ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების შემდეგ, სპეციალური აპარატით გაზომვის შედეგად 11 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

''სამართალდამრღვევს ფაქტის დაფიქსირების შემდეგ პირველ ეტაპზე ეძლევა გაფრთხილება. განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი 150, იურიდიული პირი კი 500 ლარის ოდენობით ჯარიმდება; განმეორების შემთხვევა 300/1000 ლარის საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს'' - აცხადებენ მუნიციპალურ ინსპექციაში.

მათივე ინფორმაციით, აკუსტიკური ხმაურის მონიტორინგი ოცდაოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობს.  შეზღუდვა არ ვრცელდება დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებსა და თვითმმართველობასთან შეთანხმებულ ღონისძიებებზე.

ხმაურის ნორმების გადაჭარბების დაფიქსირების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: 598 85 15 20.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი