ნინო სალუქვაძემ 25 მეტრიან დისტანციაზე 291 ქულა დააგროვა

29 ივლისი 2021, 10:53 1659 ნახვა

ქართველმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა.

სალუქვაძეს ასეთი შედეგი აქვს: 94, 98, 99. ჯამურად – 291, რაც ამ დროისთვის მე-7 შედეგი აღმოჩნდა. 44 სპორტსმენს შორის ნინომ მე-7 შედეგი დააფიქსირა.

30 ივლისს მსროლელებს სამი სერია უკვე სწრაფ სროლებში ექნებათ, მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა ფინალში გამსვლელი 8 სპორტსმენის ვინაობა.

სალუქვაძე მე-9 ოლიმპიადაზე ასპარეზობს, რაც ქალებისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ის ოლიმპიურ თამაშებზე სამი მედლის მფლობელია. ოქრო და ვერცხლი 1988 წელს სეულში საბჭოთა კავშირის ნაკრებში ასპარეზობისას მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედალი უკვე 2008 წელს, პეკინში, საქართველოს სახელით დაისაკუთრა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში