საქართველოში კორონავირუსის 2 796 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი 

29 ივლისი 2021, 10:51 1450 ნახვა

29 ივლისის მონაცემებით, საქართველოში  გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 796 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 088 პირი

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 684 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 712 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 972 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.71 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.73 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.0 %.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 796 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა - 413, იმერეთი - 263, ქვემო ქართლი - 152, შიდა ქართლი - 120, გურია - 71, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108, კახეთი - 178, მცხეთა-მთიანეთი -58, სამცხე-ჯავახეთი - 57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 147 საიდანაც: 5 427 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 841, აჭარაში - 556, იმერეთში - 771. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 053 პირი, მათ შორის, თბილისში - 493, აჭარაში - 82, იმერეთში -246. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 216 პირი, მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 5, იმერეთში - 16. 1 811 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 966 - თბილისში, 530- აჭარაში. 20 909 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 50, ხოლო აჭარაში - 8.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 283 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 523, პირი, აჭარაში - 3 539, იმერეთში - 2 110.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი